წარსულმა სულ თან წაიღო (კახიძე)
მიზეზს ვეძებ ვერ გავიგე ნეტავ რა იყო,
როგორ მოხდა ჩვენი გზები ორად გაიყო,
სხვა რა დამრჩა სევდის გარდა, რაც მიყვარდა,რაც კი მწამდა, წარსულმა სულ თან წაიღო--2jer
მისამღერი
არც მოლოდინი, არც შეხვედრები,
თითქოს ცხადად არც იყო,
არც საყვედური, არც ხმა ვედრების,
წარსულმა სულ თან წაიღო…
დამრჩენ მხოლოდ ფიქრები, დაუღალავ მდევრებად,
და სიზმრად წასულ დღეების, მესმის ჩუმი ვედრება…
როცა ჩემთვის სიზმარს ჰგავდი, ცხადად ახდენილს,
როცა შენზე ლოცვად იქცა გული თავხედი,
ამოსუნთქვაც არ მადროვე, იმედიც არ დამიტოვე,
არ ვიცი საით წახვედი.
მისამღერი...სოლო
არც საყვედური, არც ხმა ვედრების,
წარსულმა სულ თან წაიღო...
track id: #617769