ღრუბელო.
რომ მიდიხარ სად მიდიხარ
სად მიდიხარ ღრუბელო
ანდა ვისთვის აგივსია
ეგ უძირო უბეო
ვისაც ვარდი დაუთესავს
დახვედრია ეკალი
ერთი ფიქრი არ მასვენებს
ეს რა ხდება ნეტავი
მის: მეც რომ სხვასავით ეკალი ვთესო
აბა ამით რა გამოვა
ისევ ვარდები უნდა დავთესო
ერთი ხომ მაინც ამოვა
რომ მიდიხარ სად მიდიხარ
ვის დაეძებ ღრუბელო
წუთისოფელს შენ კი არა
მეც ვერა გაუგეო
ვისაც ეკალი უთესავს
დახვედრია ვარდები
ქვეყნად ასე რატომ ხდება
აი ჩემი დარდები
მის: მეც რომ სხვასავით ეკალი ვთესო
აბა ამით რა გამოვა
ისევ ვარდები უნდა დავთესო
ერთი ხომ მაინც ამოვა