კარგი იყო არ გამეცან თავიდან
შუა ზღვაში გადამაგდე ნავიდან
ჩემი გული შენ დაკოდე დახიე
ხელებს ითბობ ცეცხლის ალში გამხვიე
Dდამიმონე შენი შიშით ვკანკალებ
მომერიე გიხარია ხარხარებ
როდემდისა მქონდეს ქვისა გულია
მე რომ ვსტირი შენთვის სიხარულია
სულ არ გესმის ჩემი წერა - კითხვები
რად მიყვარხარ რატომ არ მეკითხები
რომელ მსაჯულს ვთხოვო სამართალია
ვის შევსჩივლო რუსთაველი მკვდარია