წმინდა სანთლის სხივი ხარ და ჩამქრალი ღიმილი ხარ
მაგრამ მაინც სულ არავის არ გევხარ
თეთრი ხარ და ლამაზი ხარ ვინც შეგხვდება იმისი ხარ
შენს ლოდინში სიჭაბუკეც გათავდა.
სადღაც მიქრის თეთრი რაში სადღაც მღერის თეთრი გედი
ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ
აენთება ღვინო ჯამში აფეთქდება ჩემი ლექსიც
და შენ დაგენთება კარგო კელაპტრად.
თავს მოიკლავს თეთრი გედი ამეღამ, თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს
ეს ფიალა უყვარს უფალ თამადას , მიართვით––მიართვით.
ვინც დალიოს ისევ იმან დალიოს,ვინც უყვარდათ ისევე ის უყვარდეთ
ვინც ელოდა მიეგებოს ალიონს , სინათლე––სინათლე.
საქართველო უსასრულო ფიქრია, ჯვარზედგაკვრა იმავ წამს და იმავ დღეს
რა მძიმე და რა მსუბუქი ტვირთია , გიყვარდეთ––გიყვარდეთ.
სადღაც მიქრის თეთრი რაში სადღაც მღერის თეთრი გედი
ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ.
აენთება ღვინო ჯამში აენთება ჩემი ლექსიც და შენ დაგენთება კარგო კელაპტრად .
სხვანაირად ვერ ვიქნები ყოველ დილით შენთვის ვკვდები
ყოველ დილით შენთვის ვჩნდები ხელახლა
ზედა ზენზე ცისკარს ვხვდები მეტეხსა და მტკვარს ვუერთდები
და ვძმაკაცობ მხოლოდ ტატოს მერანთან.
მე მოსისხლე მტერიც მიყვარს და ვინც მიყვარს მართლა მიყვარს
ასაკით კი საქართველოს ხნია ვარ
და ყველაზე ნაღდი სიტყვა რაც კი მითქვამს შენთვის მითქვამს
შენ ხომ ჩემი თეთრი სერაფიტა ხარ.
მისამღერი: =====================================================.