სასახლეს აგიგებ ხელით ნათალი კლდისასა
ციხე კოშკებს აგიგებ სულ მარმარილოს ქვისასა ) 2
ქალაუ სიცოცხლე დამწველო გულისა
თითები მიგიგავს ბროლისა თლილისა
ჩემი ხარ ეგ ყელი მე სურო მგონია )
ვეღარსად წამიხვალ რა ბედი გქონია ) 2
წამოდი მთაში არ არის ცუდი
ლექსები გითხრა რას შეგადარო
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი )
ჩემო დიდგულა ლამაზო ქალო ) 2
სჯობს აგიშენო თეთრი კარავი
სიყვარულივით ჩუმი მდუმარი
ი მ პ რ ო ვ ი ზ ა ც ი ა
ქალაუ სიცოცხლე დამწველო გულისა
თითები მიგიგავს ბროლისა თლილისა
ჩემი ხარ ეგ ყელი მე სურო მგონია
ვეღარსად წამიხვალ რა ბედი გქონია
ჩამაისხდებიან ხევსურნი ლუდის სასმელად ბანზედა
ქალაუ ჩემთან გადმოდი ნუ გამირბიხარ განზედა ) 2
ქალაუ შენმა მერდილმა ჰაერში გაიფრიალა
სახე გამოჩნდა თოლებმა ელვარედ გაიკრიალა ) 3