ამაღამ ჩემთან არახარ ჩემს თვალწინ მხოლოდ ქედია
ვეღარც კარავში შევსულვარ ვეღარც წინ გადმიხედია

ქედზე გადმოვალ მგელივით ხევ-ხევ დავყვები მდინარეს
რომ ხელის გულზე შეგავლო თვალები წყნარად მძინარეს
რომ ხელის გულზე შეგავლო თვალები წყნარად მძინრეს
მაღლა შეგავლო წარბივით გედი წინ გადამეღობა
მე კი აქედან შენამდის ერთი გაფრენაც მეყოფა

შენ ჩემო ბედის ვარსკლავო ქალოვ შავ წამწამიანო
ცისკრის მოსვლამდის მელოდე თუ მოსვლა დავაგვიანო