რატომ გიკვირს სხვისი ცუდი, თუკი თვითონ ავის ძმა ხარ,
მახინჯს ტყვილად ნუ დასცინებ მერე რა რომ არა ჰგავხარ.
ობოლს ლუკმას ნუ წაართმევ Oობოლია ეწყინება
კაცი გასაჭირში ნახო ნუ გაგეცინება
მის:
ქალი ნახო ფეხშიშველი ოქრო ფული-არ აჩვენო
მომღერალი ნახო ვინმე მღეროდეს -არ შეაჩერო
ბავშვი ნახო ტყვილს ნუ ეტყვი გაიზრდება გიღალატებს.
სალოცავი ნახო ნუ წაბილწავ წმინდა ხატებს,
წმინდა ხა-ა-ტებს
რა ცუდია როცა კაცი არცა მღერის არცა სტირის
აღარც მზის ჩასვლა ახარებს არც ახარებს მადლი დილის
რაც ამქვეყნად უშოვია ყველაფერი მიაქვს ქარსა
აღარ უყვარს აღარც სატრფოსა და აღარც მეგობარსა
მის-2-ჯერ