სადმე თვალს თუ მოგკრავდი
გდევდი სახლის კარამდი
გულში რომ ჩამტეოდი
ჩუმად მოგიპარავდი
დღეს კი შენთვის ძვირფასო
უკვე აღარ მცალია
ნუ გამკიცხავ რა ვუყო
გაზაფხულის ბრალია 2 ჯერ
შენ გგონია ვტყუოდი
არა ვფიცავ საფიცარს
შენზე ფიქრში რამდენი
ბნელი ღამე გამიწვავს
შენ მიყვარდი მხოლოდ შენ
სიცოცხლეზე ძალიან
დღეს სხვა მიყვარს რა ვუყო
გაზაფხულის ბრალია 2 ჯერ