ცხოვრება სიხარულით სავსეა დარდიმანდი კაცის ბედი ასეა
დღისით ცხელა უძილობა თარსია ღამე გრილა დოქი ღვინო სავსეა
ტირირი ტარირი ტარირი ტირირი ტირირი ტირირი რანუნი რანუნი და
ღამე გრილა დოქი ღვინო სავსეა
გემო ვიცი დღე ღამეში გავცვალე მთელი რუმბი ყურძნის წვენი დავცალე
არას გერჩით მე ქეიფი მაცალეთ გემო ვიცი დღე ღამეში გავცვალე
ტირირი ტარირი ტარირი ტირირი ტირირი ტირირი რანუნი რანუნი და
გემო ვიცი დღე ღამეში გავცვალე
მოყვარე ხარ განა პეტრე სხვისი ხარ ეს საზამთრო გიფეშკაშო ღირსი ხარ
მზე ამოვა ქვეყნად სად არ დანათებს მე არ დაგწვავ იმნაირად ვანათებ
ტირირი ტა ტარარა ტა ტიტრიტი რანუნი რანუნი და
მე არ დაგწვავ იმნაირად ვანათებ