რაც ქვეყანაზე ვარსკვლავებია, ანათებს ყველა
მაგრამ ჩემს გულში უსასრულოდ ბნელა და ბნელა,
ქვეყნად ანთია ბრწყინვალება, შენი თვალების
გამოანათე ჩემო მნათობო, გემუდარები.
ერთხელ კიდევ შემომხედე და გამიღიმე,
ბულბულის ენით მოგწერ ძვირფასო, ტრფობის ბარათებს,
შენს ფანჯარასთან ჩამოვდნები, როგორც სანთელი
გამოანათე ჩემო მნათობო, გემუდარები.
ქვეყნად ანთია ბრწყინვალება შენი თვალების
გამოანათე ჩემო მნათობო გემუდარები