ზეცას რომ თანდათან იისფერი ედება
შორიდან გაისმის ზარების ხმა თენდება
დაიღვრება სხივები თბილი მზის
იღვიძებს ჩემი თბილისი
***
აქ სული ხარობს და არასოდეს ბერდება
სიონი ზეცამდე აზიდულა ვედრებად
რამდენი აქვს სათქმელი ვინ იცის
არ ბერდება ჩემი თბილისი
***
სიყვარულს დაგიფიცებ შენ ჩემო თბილისო
სიმღერით გეფერები და გული გამითბა
სიყვარულს დაგიფიცებ შენ ჩემო თბილისო
გეტყვი რომ მე უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა
სიყვარულს დაგიფიცებ შენ ჩემო თბილისო
გეტყვი რომ მე უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა
***
ზეცას რომ თანდათან იისფერი ედება
შორიდან გაისმის ზარების ხმა თენდება
დაიღვრება სხივები თბილი მზის
იღვიძებს ჩემი თბილისი
***
მეძახის თბილისური ნიავი დილისო
სული ხომ ნეტარებით ზეცაში გაფრინდა
სიყვარულს დაგიფიცებ შენ ჩემო თბილისო
გეტყვი რომ მე უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა
***
ანგელოზთა გაიმის გალობა
და ბრუნდება მიწაზე წყალობად
რამდენი აქვს სათქმელი ვინ იცის
იღვიძებს ჩემი თბილისი
რამდენი აქვს სათქმელი ვინ იცის
იღვიძებს ჩემი თბილისი
იღვიძებს ჩემი თბილისი