ქვა იყო და გამჩენისგან, არც არაფერს ელოდა,
მაგრამ მაინც სულდგმულივით, სუნთქვა ენატრებოდა, -
სუნთქვა ენატრებოდა.
იდგა თეთრი მარმარილო, ფიქრი ნისლად წვებოდა,
ადამიანს დამამსგავსე, მხატვარს ევედრებოდა,
მხატვარს ევედრებოდა.
მოდიოდა თეთრი გოგო მერე დიდხანს რჩებოდა,
და ნელ-ნელა ქვის ნატეხი, ქალღმერთს ემსგავსებოდა,
ქალღმერთს ემსგავსებოდა.
ქვა იყო და სიცოცხლეზე, სიყვარულზე ფიქრობდა,
თითქოს მართლა იცინოდა, თითქოს მართლა ტიროდა,
დრომ თავისი გაიტანა, მხატვრის თმებზე დათოვა,
წავიდა და ქვად ქცეული, უკვდავება დატოვა,
უკვდავება დატოვა.
2 -მოდიოდა თეთრი გოგო მერე
დიდხანს რჩებოდა,
და ნელ-ნელა ქვის, ნატეხი ქალღმერთს ემსგავსებოდა,
2- ქალღმერთს ემსგავსებოდა,