ტივითა- ტივითა - ტივითა უნდა ვიქეიფოთ მტკვარზე
ქალები, ქალები, ქალუკები და გვეხვეოდნენ თავზე.
ქალები ქალები ქალუკები და კარგი შავი ღვინო
მოდი და მოდი და გენაცვალე და რამე არ იტკინო
მუზისა ანგელოზები და ბრიალა სანთლები
ლამაზი მოგონებები და ლამაზი სიზმრები
დუდუკა- დუდუკა -დუდუკები და კარგი ქვევრის ღვინო
მოდი და მოდი და გენაცვალე და არსად გამეყინო.
.
დილითა დილითა დილით უნდა მზის ამოსვლით დავტკბე
ტივითა ტივითა ტივზე უნდა ვილოთაოთ მტკვარზე
მიდი და მიდი და მიდი ბიჭო გამოსცალე ყანწი.
ვისი ხარ, ვისი ხარ, ვისი გოგო ჰა, ასეთი ანცი.
არიქა, არიქა მომაშველე სიყვარული შენი, ლამაზი სადღეგრძელოები, ლამაზი სიზმრები.
მარანი, მარანი მარანიდან ამოიტა ღვინო, მოდი და მოდი და გენაცვალე, არსად გამეყინო.
დუდუკა- დუდუკა დუდუკები და კარგი ქვევრის ღვინო
მოდი და მოდი და გენაცვალე და არსად გამეყინო.
თუკი და თუკი და რამე გწყინდეს დამეჩაგრე თუკი
ცივითა ცივითა ცივი წყლითა და გაიგრილე გული
მუზისა ანგელოზები და ბრიალა სანთლები
ლამაზი მოგონებები და ლამაზი სიზმრები