ხმალი ავლესოთ ქართველებო
ჩვენ სიყვარულის სარეცელზე შეგვქმნა განგებამ
და სათნოება დაგვანათლა აზრთა განგებ
ჩვენ ვაშენებდით ბალაზარზმას გელათს იყალთოს
და ვმაღლდებოდით ნიკოფსიიდან დარუბამდამდე
ოჰ საქართველო ოქროს ფერი ხარ საოცრება
და პური შენი არსობისა არის ხვთიური
ო საქართველოვ მოქართულობ ისევ ძარღვებში
და იწურება საღმრთო ქვევრში ალადასტური
მის;
ხმალი ავლესოთ ქართველებო ხმალი ავლესოთ
და მოუქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი
უნდა მოვთიბოთ უნდა ვიმკათ უნდა გავლეწოთ
გადავარჩინოთ საფიცარი ივერთ ჯილაგი
ო საქართველო ოქროს ფერი ხარ საოცრება
ამ საოცრებას გვეწილება მტერი ვერაგი
ხმალი ავლესოთ ქართველებო ხმალი ავლესოთ
შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი /4X/