ხოხბის ყელივით ლამაზი ქალი გადმოდგა მთაზედა
ჩემსკენ იღიმის მაცდურად ბინდი გადმომკრა თვალზედა
ნეტავი თუ გყავს ქმარი და მარტოს რად გიშვებს წყალზედა
2-ჩემი რომ იყო ლამაზო არ მოგიცილებ მკლავზედა
შენს თავს არავის დავუთმობ ვფიცავარ ჩემსა მზესაო
შენთვის შავწირავ სიცოცხლეს შენთვისა შევკრავ მთებსაო
ბევრს არასა გთხოვ მისმინე ამ ჩემი გულის კვნესაო
2-ამაღამ ჩემთან გადმოდი არაკებს გეტყვი ბევრსაო
ჩაძინებულს რომ გნახავდე შვლის ნუკრის თვალებიანო
ქალვ შენს ახლოს ვერ მოვალ გული არ შაგიფრთხიალოს
მარტოდ დაგხედავ მძინარსა ფრთხილად რომ შაგეხმიანო
2-იქნებ ჩურჩულით შავკითხო რა გესიზმრება ღვთიანო