ყური უგდე საქართველოს მთებს და ლელიანს
იავნანას დედასავით ტკბილად მღერიან.
ცელქი სიო სად არ მღერის, აქ სულ სხვა არის
და სამშობლოს ჩურჩული ხომ დედის - დედის ხმა არის
- გადახედე მთებს აზიდულს გოლიათებად,
და ნაღველი ღრუბელივით გაიფანტება.
2-სიო გვიხმობს, ყანა ღელავს, თითქოს ზღვა არის
საყვარელი სამშობლოა დედის ხმა არის
გადახედე ჯეჯილში რომ მორცხვობს ღიღილო,
თითქოს უნდა შენთან ერთად ჩაიღიღინოს,
სალამურად გაითლება ლერწამის ღერო
როგორ გაძლოს ამ ზეცის ქვეშ გულმა რომ - რომ არ იმღეროს.
- გადახედე მთებს აზიდულს გოლიათებად,
და ნაღველი ღრუბელივით გაიფანტება.
2-სიო გვიხმობს, ყანა, ღელავს თითქოს ზღვა არის
საყვარელი სამშობლოა დედის ხმა არის