Fიფქები მაცვივა
მივყვები ქუჩებს და არ ვიცი რა მინდა
წვიმს თუ ქარია მე მაინც არ მცივა
/ფიფქები მაცვივა ფიფქები მაცვივა
შენს სახელს ვფიცავარ არ მცივა არ მცივა/2X/
მახსოვს ჩვენ ორნი ყვავილებში ვიყავით
მახსოვს რომ ჩურჩულით მიყვარხარ გითხარი
/მის შემდეგ რამდენი ფიფქები დამცვივდა
მის შემდეგ დარდი და ფიქრი არ გამცილდა/2X/
მოვიდა ზამთარი და დაუკითხავად
თითქოს ზაფხულმა წაიღო წარსული
/რამდენი რამ დამრჩა რამდენი რამ გაქრა
რამდენი სიტყვები მაქვს შემონახული /2X/