ნუ მიტირებს ნურავინ
ჭირის სუფრას ვინ მართავს
მთებს ვისწორებ ხვთის მადლი
საქართველო მიყვარდა, საქართველოს ვიცავდი
მომბღავიან ბიჭები, დრო მიმეტებს ტიალი
სიკვდილს არ ვაპირებდი სიჭაბუკის ტრფიალით
ვცოცხლობ უფლის უფლებით, შავ ჩარჩოში ვინ გაძლებს
მე ჩემს როლს ვასრულებდი ჩემს საყვარელ მიწაზე
ნუ მიტირებს ნურავინ, ბედი მაინც ბედია
ჩემი თავსასთუმალი იბერიის მთებია
ჩემი ძმადნაფიცები ჩემს სიმღერებს მღერიან
ჩემს სიმღერებს მღერიან
მიწა იქცა იებად,კვლავ დიდია ცდუნება
ალბათ მეპატიება სახლში არ დაბრუნება
რა ვქნა ხმა რომ მიწყდება, ბედისწერამ ინება
დედა ნუ გამიწყრება სატრფოს ნუ ეწყინება
მზე, ქართული სიზმარი, ისევ იფრენს არწივად
საქართველოს ცისათვის ღირდა თავის გაწირვა
ღ –სოლო-ღ