ვინა სთქვა რომ ცხოვრების გზა დიდია, საცალფეხო ერთი ბეწვის ხიდია.
ჩვენი ბედიც ამ ბედზედა ჰკიდია, დღეები კი როგორ ჩქარა მიდიან.
შენც ხომ იცი სიყვარული რა არის, შენ ჩემზედა მე შენზედა დამწვარი.
მათქმევინე იქნებ როგორ გაგართო, განა მზე ვარ შორიდან რომ გაგათბო.
გული მქონდა როგორც კაჟი სტამბულის, მეც ვიცოდი ბაიათი გაბმული.
ქალის ეშხი აბა ჩემთან რა იყო, ეს ოხერი წლებმა ყველა წაიღო.
ვახ როგორი ახალგაზრდა ვიყავი, ქალებისგან მუდამ გაურიყავი.
არასოდეს მიცხოვრია გლეხურად, ფული მქონდა თავზე ქუდი მეხურა.
სოლო ))))))))))))(((((((((((((
ვახ როგორი ახალგაზრდა ვიყავი, ქალებისგან მუდამ გაურიყავი.
არასოდეს მიცხოვრია გლეხურად, ფული მქონდა თავზე ქუდი მეხურა.
ვინა სთქვა რომ ცხოვრების გზა დიდია, საცალფეხო ერთი ბეწვის ხიდია.