აღმართი
შენ ერთი ხარ ჩემი დარდი ჩემი ტკივილი, გელოდები არ მეღირსა შენი ღიმილი
შენზე ფიქრით მითენდება დილა ყოველი, შენ ხარ ჩემი გულის ორად გამაყოფელი.
ძილი აღარ მეკარება ღვინოც არ მათრობს, ჩემთვის ვარდიც არა ჰყვავის ვაკეც აღმართობს
ოცნებაში შენი კალთა დამიკოცნია, რაც გამაჩნდა მხოლოდ შენთვის დამილოცნია.
მოდი და ერთად ვიყოთ, მოდი და დავივიწყოთ, მოდი და ავიაროთ ერთად აღმართი
ზამთარიც დაილევა, ლამპარიც აინთება, წამოდი გველოდება ჩვენი აღმართი.
სადაც წავალ ლანდად დამდევს სიმღერა შენი, ცრემლი აღარ გაიკარო ღიმილი გშვენის
აბა როგორ არ გიმღერო ხატის სადარო, მოდი ჩემთან ეს ქვეყანა შემოგატარო.
შარბათი ხარ სიყვარულის დამათრობელი, ანგელოზის გალობა ხარ ციდან მოველი
ღამით ბილიკს მინათებენ შენი თვალები, შენზე ლოცვით შენით მთვრალი დავიარები.
მის ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
მ უ ს ი კ ა
შარბათი ხარ სიყვარულის დამათრობელი ანგელოზის გალობა ხარ ციდან მოველი
ღამით ბილიკს მინათებენ შენი თვალები შენზე ლოცვით შენით მთვრალი დავიარები.
მის ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::