მწყურვალისატვის
მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი
მევალისათვის მიმატანინე ვალი
გზააბნეულისთვის მასწავლებინე გზები
შეუწამლავი შემაწამლინე ზვრები //2ჯერ//
-----------------------------------------------------მომაძებნინე სხვაგან დამარხული ძმები
ამ ჩემს მამულში დამამარხვინე ძვლები
მათქმევინე ქვეყნად სიცოცხლე ღირდა
მერე წამოვალ წამოვალ სადაც გინდა //2ჯერ//
-----------------------------------------------------იმღერე გულო სიმღერა ხვალის არაგვის პირი დამათარგვინე თეთრი დალივით შიშველი ხმალი ახალ სახეებს დაგვაკარგინებს
კვლავ იმას ვმღერი რასაც ვმღეროდი იგივე არზა და მისამართი საქართველოთი საქართველოთი იწყება ჩემი ღია ბარათი //2 ჯერ//
-----------------------------------------------------უმღერე გულო იმ ძველ ნაპრალებს მშობელი მიწის გული გრილია ერთი სიცოცხლე რას დაგვაბრალეს ასი სიკვდილი გამოგვივლია
მწყურვალისათვის //იგივე//
----------------------------------------------------