Mმარტი მარტი
მარტში დაიბადე მარტმა დაგანათლა
მართლაც უჩვეულო ხასიათი
წამის წინ წამწამებს ცრემლი გისველებდა
ახლა მზის სხივები გვხვდება ათინათით
ასე უჩვეულო ასე ცვალებადი
მარტმა დაგანათლა ალბათ ხასიათი
მის;;
მარტი მარტი მარტი ოჰ ეს მარტი
გარეთ ავდარი და გულში დარდი
ისევ გამებუტე ისევ გამიბრაზდი
ისევ აირია ჩემი კარტი
მარტი მარტი მარტი ოჰ ეს მარტი
ჩემთვის ეკალი და სხვისთვის ვარდი
რატომ მეძახოდი რატომ მომელოდი
რად მეფერებოდი თუკი არ გიყვარდი
რად მეფერებოდი თუკი არ გიყვარდი
შენი სიყვარული შენი სიხარული
სულში ლამპარივით ამინთია
მარტის ამინდია შენი ხასიათი
მარტის აბეზარა ამინდია
წამის წინ სახეზე ღიმილი გეფინა
ახლა მწუხარება სევდა დაგბინდია
მის;;