როცა მტკვარზე აენთება ჩირაღდანი, ყარაჩოღლის ლექსი როცა გამათბობს.
ალავერდით შენთან მოვალ გადღეგრძელებ, გადღეგრძელებ ჩემო დედაქალაქო.
მინდა შენ ერთს გაგიმხილო საიდუმლო, მხოლოდ შენ ერთს მინდა გელაპარაკო,
მომისმინე ისე როგორც დედისერთას, მომისმინე ჩემო დედაქალაქო.
ქუჩა ქუჩა ქარი ჰპენტავს ალუბლებს,სულში ისევ ჟრუანტელი მივლის,
2- დამიძახებს ჩემი მეფაიტონე, სიმღერებით შემოვივლი თბილისს.
მე თბილისის სიყვარულში დავიფერფლე, და თბილისურ გრძნობას გულში ვიტევდი,
დარდი გამყვა თბილისელი გოგონების, დარდით დაჭკნა ნაჩუქარი ტიტები.
თბილისური სიმღერებით ვიგალობე, მათთან ერთად მთაწმინდაზე ვმაღლდები,
როცა მცხეთას მოვაკითხავ პაემანზე, შემაგებეთ ორთაჭალის ვარდები.
2-ქუჩა- ქუჩა ქარი ჰპენტავს ალუბლებს, სულში ისევ ჟრუანტელი მივლის,
დამიძახებს ჩემი მეფაიტონე, სიმღერებით შემოვივლი თბილისს.
დამიძახებს ჩემი მეფაიტონე, სიმღერებით შემოვივლი თბილისს.
=============================