ჩემო საქართველო, ჩემო საყვარელო როგორ აგიტირეს გული.
ვით ყოფილიყო უცხო პლანეტიდან, გადმოსახლებული მდგმური.
შენ რომ ჩაიხუტე ეგ სიმართლის კვერთხი მიტომ დაგიკაწრეს გული
მაგრამ არ მოკვდება, ფეხზე წამოდგება შენი ეგ ქართული სული
ისევ წამოდგება შენი თბილისი და ფოთს დაუძახებს ფაზისს
შენ კი აყვავდები, სხვები გაქრებიან ვინც შენ დღეს თავზე გაზის
იმ ღიმილს ბიჭებს, შენ რომ გვერდში გედგა გული ეძახოდა შენთან
მაგრამ იმათ შორის ბევრი აღარ არის ბევრი აღარ არის ჩვენთან
ჩემო საწართველო,სათაყვანებელო, შენ ნუ მიეცემი ფიქრებს
ისევ იღაღადებს შენი უღრუბლო ცა მაშინ გადაპენტავს ჩრდილებს
კვლავაც მოესწრები მაგ შენ ლამაზ ტყეში მიჯნურ ფერებსა და ირმებს
შენ რომ აღარ იყო გული მოკვდებოდა სული გაჰყვებოდა ფიქრებს