ეს სისხლი ეს ცრემლი ეს ძაძაც დროს სურდა
დროს სურდა დროებით ძმათა გზის ასევა
ვით დაჭრილ ირმის გუნდს გულს ისე მოსწყურდა
მამულის საზღვარზე ფსოუს წყლის დალევა ----2 ჯერ
მის; ვუმღეროთ სამშობლოს ძლიერს და ერთიანს
გვიყვარდეს ერთურთი ეს Yყველას ვალია
დალიეთ შვილები მადლობას გეტყვიან
დალიეთ გმირებო ეს ფსოუს წყალია
მშვიდობის მაცნეთა ცა ხმლებით გახაზეს
დარდის და ცრემლისთვის დროს აღარ სცალია
დალიეთ მშვიდობა ვუსურვოთ აფხაზეთს
დალიეთ გმირებო ეს ფსოუს წყალია-----2ჯერ
მის;წავიდა გათავდა დღეები საზარი
დრო იტყვის რაც მოხდა ვისი რა ბრალია
დალიეთ სიხარულს არა აქვს საზღვარი
დალიეთ გმირებო ეს ჩვენი წყალია
1 მის: