იმღერე რამე
1.იმღერე რამე, კიდევ ერთხელ იმღერე რამე,
რომ დაღლილ თვალებს სანთელივით დაადნეს ღამე
ეგ სულ ერთია რას იმღერებ, ოღონდ იმღერე,
განშორებისას კიდევ ერთხელ იმღერე რამე.
მის:
იმღერე რამე თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერი,
დრო ამ წუთებსაც გადააქცევს მალე მოგონებად.
და თან გაყვება სიყვარული მას როგორც ნამქერი
იმღერე რამე იმღერე.
2.იმღერე რამე მხოლოდ ჩემთვის იმღერე რამე,
ისევ იმღერე გულში ჩუმად რაც გიმღერია
თორემ ამ ღამეს გაზაფხულის მთვარიან ღამეს,
მე შემოდგომის სევდა შემომერია. მის;