ქარი ეჩურჩულება შენი თმების სურნელს
მიდიხარ და ჩემი გული მიგაქვს
გულო რა გემღერება გაზაფხულზე მარტო
საგულედან ამოვარდი ბარემ
ყვავილების ფანტელი ტრიალებს და მათრობს
გზაზე ცრემლად ჩამოგორდა მთვარე
გულო რა გემღერება გაზაფხულზე მარტო
როგორ უზლებ თავ მოწყვეტილ იებს
ვის ნათელი უღამდება ვისი ღამე თენდება
ზოგის გული ადრე კვდება ზოგის არც კი ბერდება
დამჭკნარ იებს შენი სურნელი შერჩენია
ამ სიმღერას სიყვარული ქვია
შორს ვარსკლავი ანათებს და ოცნება ხარობს
განათდება სიყვარული წმინდა
უსასრულო ბილიკებს ჩაუყვები მარტო
მიუყვები უკანასკნელ სიზმარს YDQ