ფუტკარი.
მზე აყვავებულ ცაცხვებს დაჰხარის,
სურს სურნელება საამოდ ნამოს,
ფუტკარი როგორც აფთიაქარი,
ყვავილებისგან გვიმზადებს წამალს. / 2
მე ფუტკრის ზუზუნს გულს ვუთმობ ბინად,
გული ჰანგების შუქით გამთბარა,
ჩემს და მზეს შორის, ფუტკარი ფრინავს,
ღოგორც სიცოცხლის ელჩი პატარა. / 2
იფრინე ქვეყნად, იფრინე ქვეყნად,
რომ მუდამ გეთქვას შენი სათქმელი,
ამაზე კარგი რა უნდა იყოს,
კაცს თაფლი მისცე და ღმერთს სანთელი. / 2