დედა
დედაჩემს დღემდე
ვერ იქნა და ვერ მოვეფერე
ჭაღარა თმები ვერ გაუთბე
ერთხელ ამბორით
Gადამწერს პირჯვარს დედაჩემი
ხელის კანკალით სიყრმის დღეებით
განათდდება ზეცის გუმბათი
და დღემდე ჩემდა დაუკოცნელ
ცრემლიან თვალებს სოფლის ბოლომდე
ლოცვასავით გამომაყოლებს
როცა ჩავდივარ წამოსვლისთვის
ალერს ვიტოვებ როდესაც ვტოვებ
კვლავ შეხვედრის მრჩება იმედი