ღარიბი არტისტი, ქუჩაში გამოჩდა,
ნაცნობებს ესალმება, არავინ გამორჩა
გზას ისევ აგრძელებს, საუბარს რომ მორჩა
ქუჩიდან მალევე, თეატრში აღმოჩნდა
სცენა ჩაბნელდა, სპეკტაკლი იწყება,
დარბაზი ნელ ნელა, ხალხით ივსება
არტისტი კულისებში, ფარდას ეფარება
ნაცნობ მაყურებელს, შორიდან ეფერება
მშიერი არტისტი, ქუჩაში აღმოჩნდა
მას ყველა გვერდს უვლის, ის ყველას გამორჩა
დარჩა ორი მეგობარი, სატირათ და კომედია
მისი ცხოვრება ხომ, არის ტრაგი კომედია
სცენა ჩაბნელდა, სპეკტაკლი იწყება,
დარბაზი ნელ ნელა, ხალხით ივსება
არტისტი გარეთ დგას, სცენის მტვერი ენატრება
მას ყველა გვერდს უვლის, არავინ ეკარება
სოლო
ღარიბი არტისტი, სცენაზე აღარ ჩანს
თეატრის აივანზე, მისი აფიშა მოსჩანს
დარბაში ხალხი შემოდის, და მალე გაივსება
არტისტის ხსოვნის საღამო, სულ მალე დაიწყება
სცენა ჩაბნელდა, საღამო იწყება,
დარბაზი ნელ ნელა, ხალხით ივსება
არტისტი კულისებში, ისევ ფარდას ეფარება
მისი სული მაყურებელს, შორიდან ეფერება