გული, გული
არაფერი არ მომხდარა, შენი ნახვა მომინდა
მარტოობით დაიღალა გული
მომეჩვენა თითქოს ისევ მეძახდი შორიდან
მონატრება მოვიდა.
მეშინია მიმატოვებს გაზაფხულის ფერები იასამანს დაასველებს წვიმა შენს მაგივრად იმღერებენ სევდიანი ბგერები ვეღარ მოგეფერები
გული, გული, გული მხოლოდ შენთვის მღეროდა
მხოლოდ შენზე ფიქრებს ეფერებოდა
ხმაურობენ ქუჩები, მენატრები ძალიან
რა ვქნა ვერ დაგივიწყე სიყვარულის ბრალია,
სიყვარულის ბრალია.
ისე უცებ მიმატოვე, არც არაფერს დამპირდი
დავეძებდი შენს სევდიან თვალებს
შენ ხარ ჩემი სიყვარულის უსასრულო ნაპირი
ჩემი სულის აპრილი.
არასოდეს მიმატოვებს გაზაფხულის ფერები
თუ დაბრუნდი გადაიღებს წვიმა
როცა აღარ იმღერებენ სევდიანი ბგერები, მოვალ მოგეფერები.
მისამღერი:
ხმაურობენ ქუჩები, ოცნებები გველიან
ყველა ჩვენი შეხვედრა სიყვარულის ფერია
მისამღერი: