გული უბერებელი. .
ეს ცხოვრება მალულად, დოღია და მარულა,
ჩემი რაშიც მიჰქრის არა ჩერდება.
მერე რა რომ ჭაღარა, თმაში შემოპარულა,
გული გული თურმე არა ბერდება.
აშოლტილი ასულის, სილამაზე ზღაპრული,
დაგზაფრავს და თვალიც დაგიბნელდება.
სინდის-ნამუს შეკრული, თავს ვიმართლებ ბედკრული
რა ვქნა ძმაო გული არა ბერდება.
მის ;
თუ ვტირივარ, გულის ცნებით ვტირივარ,
გულიდანვე გულიანად ვმღერივარ.
ასი წლისაც არ ვიქნები ბებერი
( 2 ) გული შემრჩეს ოღონდ უბერებელი
რასაც მხედავთ ისა ვარ, ღვთისგანა ვარ, ღვთისა ვარ,
სული ჩემი ვერ გადასხვაფერდება.
დრო მოვა და მიუვალ, მისავალი მისავალს,
იქაც ვიტყვი გული არა ბერდება.
გულის-გული გულის თქმა, გულის-ყური გულის ხმა
გულნატკენი ისევ გულით მორჩება
დაგიამებს იარებს, აგარიდებს სიავეს,
თუ კი გული გულიანად ირჯება.
მის ;
============================================
ეს ცხოვრება მალულად, დოღია და მარულა,
თავის მსაჯით, თავის მეთაურითა
გულს მიენდე რბოლაშიც, იმარჯვებენ გულითა
განა რაშით განა ბედაურითა ,
გულის გული გულის თქმა გულის ყური გულის ხმა ,
გულ ნატკენი ისევ გულით მორჩება
დაგიამებს იარებს აგარიდებს სიავეს ,
როცა გული გულიანად ირჯება.
მის ;
========================================