ხშირად გვარქმევენ სახელს ერთნაირს
თუმც მრავალია ქვეყნად სახელი
მაგრამ ერთ სახელს ვისაც ვეძახი
ის უნდა იყოს ნაღდი ქართველი
მის..
ოო ჯორჯია თუ გიორგია
სადაც ნანატრი ცა და მდელოა
ქვეყნად ორია მხარე ჯორჯია
მაგრამ სულ ერთი საქართველოა
სოლო
სხვაგანაც ხარობს თუმცა ვენახი
იქნებ ნიჭითაც იყვნენ განთქმული
მაგრამ ერთ სახელს ვისაც ვეძახი
მან ააყვავოს მიწა ქართული
მის..
ოო ჯორჯია თუ გიორგია
სადაც ნანატრი ცა და მდელოა
ქვეყნად ორია მხარე ჯორჯია
მაგრამ სულ ერთი საქართველოა