გულმა შენთან დაიბუდა, შენს ალერსში დავიღლები,
ქუჩები გაქვს სავსე მუდამ, გოგონებით, ყვავილებით.
ხელგაშლილი ლაღად დგახარ, თავმომწონე მასპინძელი,
ადვილია შენი ნახვა, დავიწყება არის ძნელი//2-ჯერ
მის-- ქუთაისო ჩვენი ქვეყნის,
ჩვენი ერის ლაზათი ხარ,
საქართველოს ბედნიერი,
გემრიელი ქალაქი ხარ.//2-ჯერ
აქ ბაგრატი შუქში ელავს, იქ გელათი შუქში ცურავს,
აქ დავითმა სულ პირველად მკლავი გაიმამაცურა,
სულ მაისის სურნელია, საფირონი მოაქვს რიონს,
შენს ქუჩებში უმღერია, აკაკის და გალაკტიონს
მის-- -------------------
ქუთაისო-ქუთაისო