ქართველი და ებრაელი
ლექსი დავით ქურიძის
ჩემო ბედის ვარსკვლავო! ტკბილო წუთისოფელო!
ნუ ჩაქრები! ნუ დამთავრდები!
მინდა ძმობას ვუმღერო, მოგეფეროთ,
დაგავიწყოთ ძველი დარდები.
შენი თბილისელობა, სულის მშვიდი ბუნება,
მათბობს ისრაელის მზესავით,
მადლიანი სიმღერები გულს ედება,
მაძლიერებს კლდესავით.
მისამღერი: ერთი ცის ქვეშ სიკეთეზე ლოცულობს
გულღია და მადლიერი ერი,
ძველ უბანში ძმობას ეფიცებიან,
ქართველი და ებრაელი.
დალოცვილი ქაშერი, თქვენთან როცა ღვინდება
ჩვენთან რთველი ღიღინ - ღუღუნებს,
ძმაო, მალე მესტუმრე, მომენატრე,
დაგახვედრებ ლხინის ბულბულებს.
ჩემი ებრაელობა და შენი ქართველობა,
ჩვენს ძმობასთან გვიდგას თავდებად,
ძმაო მალე მესტუმრე ისრაელში,
ლხინიც არ დამთავრდება.
საუკუნეებს ებრძოლებიან,
საქართველო ისრაელი,
მაგრამ ალალ ძმობას ვერ ელევიან,
ქართველი და ებრაელი.