იცი რომ მიყვარხარ
ხმას რატომ არ იღებ
ისევ გვერდს ამივლი
და თვალს ამარიდებ
იცი რომ მიყვარხარ
დუმილით მაგიჟებ
და მაინც შენამდე
მე ახლოს არ მიშვებ
მის:
შენამდე რამდენი ვიარე
შენამდე გზა ისევ შორია
მხოლოდ შენ მოარჩენ იარებს
სიყვარულს რა ძალა ჰქონია
2.
ვიცი რომ გიყვარვარ
რამდენჯერ მანიშნე
უბრალოდ ქალი ვარ
არაფერს არ ვიმჩნებ
მეც მალულ სიყვარულს
გულით დავატარებ
იცოდე დღითი დღე
თავს უფრო მაყვარებ