ახ მეზურნევ
ახ მეზურნევ დაჰკარ-დაჰკარ,
დაჰკარ გრძნობით დაირასა.
თუ ხარ საქართველოს შვილი,
ნუ მომაკლებ მაგ ტკბილ ხმასა.
მამა-პაპას ეგ მაგონებს,
ეგ მიღელვებს გრძნობით გულსა.
ეგ არის რომ მომაგონებს,
ჩემს დატანჯულ ცხოვრებასა.
გამიხურე ჰანგის გული,
ეგებ დადნეს მწუხარება.
და ჩემს თვალთა გადმოსწვდომდეს,
ნაღვლიანი მდუღარება.