ჩემ ძმაკაცს ლუკმა უჭირდეს მაშინ მე წარღვნამ წამიღოს
ის თხილის გული რად მინდა თუ ცხრაჯერ ცხრად არ გაიყო
რომ ვიცი სხვასაც ვარგუნე ის ლუკმა უფრო ტკბილია
მე რამდენ გროშაც ვიშოვი ყველაში ძმაკაცს წილი აქ
მის
ქვეყანა ჩალად არა ღირს
სიცოცხლე ძალად არა ღირს
გინდ გქონდეს ქვეყნის სიმდიდრე
ერთ ლამაზ ქალად არა ღირს
რასაც ვიშოვნი დავხარჯავ ცხოვრებას გემოს გავუგებ
სამის მაგივრად გულის-ტოლს გოდრით მიხაკებს წავუღებ
შენ რომ აგროვებ რად გინდა გაბრმავებს ოქროს კრიალი
გიჯობს ქეიფში გალიო ცხოვრება ოხერ-ტიალი