ია ია
გამოცანას გეტყვი ძალზედ ადვილია
ორი ასო არის მისი სახელია
ისე ლამაზია ისე სათუთია
როგორც პაწაწინა მინდვრის ყვავილია
აბა თუ მიხვდები ვინ და რომელია
ან თუ გამოიცნობ სახელი რა ჰქვია
ყვავილია პაწაწინა მინდვრის ყვავილია
უიმისოდ ყოფნა მე არ შემიძლია
ია ია ია ია მინდვრის ყვავილია
ია ია ია ოხ რა ლამაზია ოხ რა სათუთია
ია ია ია ია მინდვრის ყვავილია
ია ია ია ოხ რა ლამაზია ოხ რა სათუთია
ხან ალერსით ტკბება ხან ხელზე მიწვება
ხან ბავშვური ქცევით გულიც უტკენია
ზოგჯერ ღიმილს გვესვრის ზოგჯერ ენით ტყვიას
ზოგჯერ ვნებით მკოცნის ზოგჯერ გამბუტვია
მაინც მიყვარს მაინც ჩემი ყვავილია
გინდ მიწოდეთ ბრძენი გინდა სულელია
ია ია ია ია ჩემი კაკულია
ჩემი გულის კარი ერთ ქალს გაუღია