იქნება ტკივილმა დამიგო მახე,
მოგონებებმა მარტო დამტოვა,
იქნებ უცნაური სიზმარი ვნახე,
იქნებ განახლდა ფიქრებში თოვა..
იქნებ ბედისწერა ღამეებს ათევს,
იქნება ვიღაცამ ალერსი მთხოვა,
ნუ ფიქრობ ია თავს ქარისგან აქნევს,
და მინდვრის სურნელიც ქარისგან მოვა...
მის:2-ჯერ
ერთხელ დამენახე იებით ხელში,
ერთხელ დამაბრუნე ბავშვობის წლებში,
შუბლი გაიხსენი,ღიმილით მიხმე,
პატარა სევდის ყვავილი იხსენ...
შენი მოლოდინის ტკივილი მიხმობს,
წარსული წუთები ფიქრებად მოვა,
ისევ დაბრუნდი სიზმრებში თითქოს,
ისევ განახლდა ნისლებში თოვააა...
მის:
მოდულაცია
მის:
იქნებ უცნაური სიზმარი ვნახე...