ალბათ ასრულდა გზები სავალ გული დამრჩება ოცნების ამარა
და სიყვარულის ძველი ამბავი დრომ განშორების ნისლებით დაფარა
გამახსენდები მერე ქარი წაიღებს შენზე სევდიან სიმღერას
ჩვენი დღეები ახლა უკვე ქცეულა ფიქრებად ფიქრებად.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აღარ გინატრებ ჩვენი გზები შორდება და ეს გული დაღლილი არ გელოდება
ნუ დამიძახებ წავლენ წლები სადღაც შორს არაფერი არასდროს არ მეორდება.

ღამე დგება და რჩება სიჩუმე ყველაფერი ხომ ოდესმე მთავრდება
ხედავ ღრუბლები სადღაც მიდიან ეს მონატრებაც წავა და გაქრება
გამახსენდები მერე ქარი წაიღებს შენზე სევდიან სიმღერას
ჩვენი დღეები ახლა უკვე ქცეულა ფიქრებად ფიქრებად.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------