Vaso Zaqariadze Sami Dalie минус

00:00 / 04:45
Loading
Скачать
0
870
Тональность
0.0
+
Темп, %
0.0
+
Тип: мастер
Свойства файла: 4,3 Мб 128 кбит/с
Загружено: ვასკა ვასკა @ 16.05.23
Текст песни «Sami Dalie»
  
ნეტავ ვინ არის ის ახალგაზრდა ქვაზე რომ სძინავს
ღვინის ბოთლები გულში ჩაუკრავს და ისე სძინავს
ლოთი ბიჭია ის საბრალო ცოდვილი ძალზე
ცხოვრების ფასი მას დაუკარგავს ამ ქვეყანაზე
  რესტორანში სარეცელი რად დაგიგია
  რომ გალეშილხარ ღვინის ფასი ვერც გაგიგია
  დედა მშობელი საგინებლად რად გაგიხდია
  ვეღარ გაიგე ადამიანო ღვინომ დაგლია
ღვინო იყო და იქნება მარად შენ მას ვერ დალევ
ღვინით მშვენდება ქართული სუფრა დღისით თუ ღამე
ღვინოს ფასი დაუკარგე აცეცებ თვალებს
კაცად ჩაგთვლიან დაგაფასებენ თუ ზომას დალევ
  სამი დალიე შეგერგება არ დაითვრები
  სამზე მეტს დალევ იქვე ეშმაკად გადაიქცევი
  ნაცნობ ბილიკებს ბანცალ-ბანცალით რომ გაუყვები 
  სახლში მისული იქვე კიბესთან ჩაიკეცები          
გამოფხიზლდები კვლავ გიბრუნდება კაცის იერი
ნაცნობ რესტორანს შენ მიაშურებ დილით მშიერი
დაღამებულა ისევ დამთვრალხარ რვიანებს ხაზავ 
კმარა ლოთობა არ დაიჯინო სიცოცხლის ფასად  
  მე უშენობამ ეს ცხოვრება დამათმობინა
  მე უშენობამ ლოთობასთან დამაძმობილა
  მე უღვინობას ვერ ავიტან ჩემთვის ძნელია       
  რომ არ დავლიო ეს ხომ ყველასთვის საკვირველია
Текст добавлен: ვასკა ვასკა