ღვინოს რომ სვამ და მიირთმევ ბადაგს ვენახის რად არ მიხმობ შენ სუფრასთან რად არ მეძახი,
რა ვუყოთ რომ არღანს ვუკრავ და ბებერი ვარ მეც ქალაქელ დამკვრელების გვარში ვწერივარ.
კოლა მოკვდეს არღანს ისე დავატრიალებ შენ მოილხენ მე დაგიცხრობ გულის იარებს
შენ დაუკარ ლურჯი ჩიტი ამოფრინდება
რომ ვიცოდე ჩემი თავი ვინმეს სჭირდება
არღნის თრევა არასოდეს გამიკვირდება.
2- ნანა--ნანა
გვერდით გოგო რომ მოგისვამს თვალებხატულა ჩემი არღნის ჩიტივით რომ გამოხატულა
ის ჩემი მზე ჩემს მოსმენას აღარ ინატრებს მაგას ალბად ჯაზი უყვარს მე რას მიკადრებს.
მაგრამ ვახ თუ გამიფრინდა კოხტა ასული როგორც ჩემი ჯეელობა ჩემი წარსული
შენ დაუკარ ლურჯი ჩიტი ამოფრინდება
რომ ვიცოდე ჩემი თავი ვინმეს სჭირდება
არღნის თრევა არასოდეს გამიკვირდება.