ანგელოზად მოხვალ როცა ღამდება
შენი სახე სიზმრად მომელანდება
მოვდივარ თუ შენთან არა არ ვიცი
სიზმარია მაგრამ მაინც დავიცდი.
მის: გეფიცები დღეს პირველად ვმღერივარ
ვერც სიმღერის და ვერც ლექსის მთქმელი ვარ
მაგრამ მაინც შენი მადლობელი ვარ
სიყვარულისთვის ნა ნა სიყვარულისთვის.
გული მღერის განა ჩემი ხმა არის
ნუთუ შენ ხარ იქნებ ვინმე სხვა არის
ეგ წვეთები ზღაპრად მონაგონია
ცრემლებია შენ კი წვიმა გგონია
მის: გეფიცები დღეს პირველად ვმღერივარ
ვერც სიმღერის და ვერც ლექსის მთქმელი ვარ
მაგრამ მაინც შენი მადლობელი ვარ
სიყვარულისთვის ნა ნა სიყვარულისთვის.