ქარ
ნუ ნაღვლობ ჩემო ქვეყანავ, გაქრება ავი სიზმარი,
ისევ ანთია შენი მზე, შენი მთვარე და ცისკარი.
მე ამოგიღე გულიდან, მტრისგან ნასროლი ისარი,
ჭრილობას დაგიკემსავენ, ოქროს სხივები მზისანი.
ღეფ-
შეიშრე ჩემო ქვეყანავ, ცრემლები შავი დღისანი,
ღვთიური მადლით ნაკურთხო, ხატი ხარ დასაფიცარი.
ზეცამ გიმრავლოს შვილები, როგორც ვარსკვლავნი ცისანი,
კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები მგლისანი.
იყავი გულით მისანი და მტერ-მოყვარე იცანი,
არ აგერიოს ერთგულში, შენი ორგული ვინც არი.
მე ამოგიღე გულიდან, მტრისგან ნასროლი ისარი,
ჭრილობას დაგიკემსავენ, ოქროს სხივები მზისანი.
ჩოდა;-ალგეთს ლეკვები მგლისანი.
----------------------------------------------------------------------------------------------