ყვავილი თოვლზე
1.გარეთ მზეა გულში მაინც დარია,
შენთან მოვალ შენსკენ მომიხარია,
დაEეს ფიფქი თავნება, ტუჩებზე რომ მადნება
შენი კოცნა მგონია.
Mმის;
Dდივდილა ---------------------
2.თოვლი როგორც ზამბახების ფანტელი
ცვივა, ციდან ცვივა, მაგრამ რამდენი
და ეს ფიფქი თავნება, ტუჩებზე რომ მადნება
როგორც შენი ამბორი.
ქ ა ლ ს
1.გაიცრიცა ღამის ბინდი, იქნებ ახდეს რაც მინდა
იქნებ ჩვენი ერთად ყოფნა არც ღირდა.
თითქოს დილამ მოიტანა, სინათლე და ხალისი.
შენ კი წასვლას, შენ კი წასვლას არ იშლი,
მის:
ქალს, მშვენიერ ქალს, კვლავ შენი სურვილი კლავს.
შენ კი გული უნდა ატკინო, მისგან წასვლა რომ დააპირო.
და სანამ მიხურავ კარს, მოხედე მშვენიერ ქალს
თორემ მერე გვიან იქნება, როცა შენი აღარ იქნება
2.მიდიხარ და მიგაცილებს, ნაზი ქალის სურნელი,
და იმ ღამის დაბრუნებას სულ ელი.
კვლავ აჰყვები ნაცნობ ქუჩას, სადაც დილა ირთვება,
მაგრამ ქალი უკვე სხვისი იქნება.