თეთრი რელსებით, მთიდან ვეშვებით
და კუკუშკა მიგვაქროლებს წინ.
ცოტაც და ისევ, თბილისს ვიქნებით
და მეგობრებს მოვიგონებთ შინ.
უკან დაგვრჩება, ბაკურიანი
სიმღერა და თოვლში გრიალი.
თხილამურებიც უკან დაგვრჩება
თუმცა თოვლშიც ვერ მივყავდით წინ
სოლო
თუმცა თოვლშიც ვერ მივყავდით წინ
მოგვაგონდება, როგორც ზღაპარი
მზიურ ველზე თოვლის სრიალი.
შორს დარჩენილი, თეთრი მთა-ბარი
სიყვარულის მერიდიანი.
სიმღერა და თოვლში გრიალი.
თეთრი რელსებით, მთიდან ვეშვებით,
და კუკუშკა მიგვაქროლებს წინ.