ქარი ქრის
1.ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის,
ფოთლები მიქრიან ქარდა ქარ.
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს, რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ.
2.როგორ წვიმს, როგორ თოვს,
როგორ თოვს,
ვერ გპოვე ვერასდროს, ვერასდროს,
შენი მე სახება დამსდევს თან,
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან.
3.შორი ცა ნისლიან ფიქრებს ცრის,
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის.
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს, რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ.
ჩოლლ-2=3
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის,=ქარი ქრის.