თბილისიდან მაგზავნიან მაგადანს,
საქართველო შენი სითბო თან მიმაქვს,
(შენი ნახვა ნეტავ თუ მეღირსება,
გული სევდით, სინანულით მევსება) – 2
მელოდება ნესტიანი საკანი,
ბევრი ტანჯვა მე მაქვს გადასატანი.
(მომიგონე პატიმარი ეული,
მაგადანის ციხეში დამწყვდეული) - 2
ჩემი შვილი ჯერ ხომ არის პატარა,
მისი აღზრდა ღმერთმა მე არ მაცალა,
(მოუარეთ მას ალერსი სჭირდება,
მისი აღზრდა თქვენ არ გაგიჭირდებათ) - 2
რატომ გავჩნდი ქვეყნად მე ამ ბედისა,
ჩემს ოჯახში ყოფნა მე არ მეღირსა,
(ჩემი დედა რატომ არ შეიბრალე,
მოხუცებულს სიცოცხლე გაუმწარე) - 2