K
კაცი თუ ხარ გვერდით მუდამ
მეგობარი გყავდეს უნდა
თუ არა და დარდი გაგინაპირებს
მთელი ჩემი ამქარითა
ტივითა და არღანითა
დავუყვები ორთა ჭალის ნაპირებს
Mმის: დარდს ღვინოში ჩავუძახებ ცავძირავ
სანთლის შუქზე ვიქეიფებ ვილოთებ
მეგობრისთვის თავს დავდებ და სულსაც გავწირავ
რაც არ უნდა განსაცდელი მელოდეს
კაცი თუ ხარ გულში მუდამ
სიყვარული გენთოს უნდა
სანთელივით ანათებდე იწვოდე
ღმერთმა გზა თუ მოგცა ფართე
ძმა კაცს ხელი გაუმართე
მადლი ჰქენი წინ დაგხვდება იცოდე
Mმის: ღვინოს დავლევ ძველებური ყანწითა
მამა პაპურ სუფრას გავშლი მდელოზე
მეგობრისთვის თავს დავდებ და სულსაც გავწირავ
რაც არუნდა განსაცდელი მელოდეს
ნუ დაკარგავ ძველსა გზასა
ნურცა ძველსა მეგობარსა
მარტო კაცის ყოფნა ცოდვა ბრალია
დაგპატიჟებს მიდი ლხინში
არ გაუდგე გასაჭირში
მოიხადე ძმა კაცობის ვალია
Mმის: ღვინოს დავლევ ძველებური ყანწითა
Mმამა პაპურ სუფრას გავშლი მდელოზე
M მეგობრისთვის თავს დავდებ და სულსაც გავწირავ
რაც არ უნდა განსაცდელი მელოდეს